ადგილმდებარეობის შეცვლა

მექანიკური სატრანსპორტო საშუალების მესაკუთრის საცხოვრებელი ადგილის ან იურიდიული პირის მიერ იურიდიული მისამართის შეცვლისას, აუცილებელია შემდეგი დოკუმენტაციის წარმოდგენა:

ა) განცხადება;
ბ) მექანიკური სატრანსპორტო საშუალების სარეგისტრაციო მოწმობა;
გ) დათვალიერების აქტი (აქტი იბეჭდება ადგილზე);
დ) პირადობის მოწმობა ან იურიდიული მისამართის შეცვლის დამადასტურებელი დოკუმენტი;
ე) კანონით განსაზღვრული საფასურის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი.
ე.ა) ქვეყნის შიგნით:
ტრანსპორტის სარეგისტრაციო მოწმობის საფასური 35 ლარი – კოდი 005.
ე.ბ) ქვეყნის გარეთ გაყვანით:
სატრანზიტო სანომრე ნიშნის საფასური 30 ლარი

  • Яндекс.Метрика