საკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტი

მექანიკური სატრანსპორტო საშუალებების რეგისტრაცია, რეგისტრაციაში ცვლილებების შეტანა წარმოებს მექანიკური სატრანსპორტო საშუალების მესაკუთრის ან მისი წარმომადგენლის განცხადებით.
მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებებზე ფიზიკური ან იურიდიული პირის საკუთრების უფლება დასტურდება ერთ-ერთი დოკუმენტით, რომელიც გასცეს:
ა) სარეგისტრაციო განყოფილებებმა (ტრანსპორტის სარეგისტრაციო მოწმობა, ტექნიკური ტალონი, სააღრიცხვო ბარათი, ერთობლივი განცხადება );
ბ) ქარხანა-დამამზადებელმა (მიღება-ჩაბარების აქტი);
გ) საბაჟო სამსახურებმა (დეკლარაცია);
დ) სასამართლოებმა (გადაწყვეტილება, დადგენილება, სააღსრულებო ფურცელი);
ე) ნოტარიუსმა (საკუთრების უფლების შეძენის დამადასტურებელი დოკუმენტები, ნასყიდობის ხელშეკრულება, სამკვიდრო მოწმობა, სააღსრულებო ფურცელი, მინდობილობა);
ვ) სავაჭრო ორგანიზაციებმა (ცნობა-ანგარიში);
ზ) საპრივატიზაციო კომისიამ (აუქციონის ოქმი, გადაწყვეტილება):
თ) საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ (საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანება სახელმწიფო საკუთრებაში მიქცეული მექანიკური სატრანსპორტო საშუალების განკარგვის შესახებ);
ი) საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრო (საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის ბრძანება "მექანიკური სატრანსპორტო საშუალების გადაცემის შესახებ");
კ) უფლებამოსილი საჯარო მოხელის მიერ გაცემული ბრძანება, განკარგულება, გადაწყვეტილება, აუქციონის ოქმი:
ლ) სისხლის სამართლის საქმის მწარმოებელმა ორგანომ ან უფლებამოსილმა ორგანომ (წერილობითი მომართვა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 123-ე მუხლის 11 ნაწილის საფუძველზე მექანიკური სატრანსპორტო საშუალების კანონიერ ფლობელზე ან მესაკუთრეზე დაბრუნების თობაზე);
მ) სააგენტოს დირექტორმა (ადმინისტრაციული წარმოების შედეგად მიღებული გადაწყვეტილება მექანიკური სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის თაობაზე).

  • Яндекс.Метрика