დოკუმენტების აპოსტილით დამოწმება და ლეგალიზაცია


სააგენტო ახორციელებს სააგენტოს მიერ დამზადებული/გაცემული დოკუმენტების აპოსტილით დამოწმებას ან ლეგალიზაციას და ლეგალიზაციას ან აპოსტილით დამოწმებას დაქვემდებარებული ქართულენოვანი დოკუმენტის თარგმნას.

დოკუმენტის ლეგალიზაცია ან აპოსტილით დამოწმების მომსახურების საფასურია 20 ლარი

ლეგალიზაციას ან აპოსტილით დამოწმებას დაქვემდებარებული ქართულენოვანი დოკუმენტის ერთი გვერდის (ერთ გვერდამდე) უცხოურ ენაზე თარგმნის მომსახურების საფასურია 20 ლარი

დოკუმენტი ექვემდებარება აპოსტილით დამოწმებას თუ იგი წარდგენილი უნდა იქნას "უცხოეთის ოფიციალური დოკუმენტების ლეგალიზაციის მოთხოვნის გაუქმების შესახებ" ჰააგის 1961 წლის 5 ოქტომბრის კონვენციის წევრ ერთერთ შემდეგ სახელმწიფოში:

ალბანეთი, ანდორა, ანტიგუა და ბარბუდა, არგენტინა, ავსტრალია,ავსტრია,. ბაჰამა, ბარბადოსი, ბელგია, ბელიზი, ბოსნია და ჰერცოგოვინა, ბოტსვანა, ბრუნეი დარუსალამი, ბულგარეთი, კაბო ვერდე, ჩინეთი (ჰონ-კონგი), ჩინეთი (მაკაო), კოლუმბია, კუკის კ-ები, ხორვატია, კვიპროსი, ჩეხეთის რესპუბლიკა, დანია, დომინიკა, დომინიკის რესპუბლიკა, ეკვადორი, ელ სალვადორი, ესტონეთი, ფიჯი, ფინეთი, საფრანგეთი, მაკედონია, 37. გერმანია, გრენადა, ჰონდურასი, უნგრეთი, ისლანდია, ინდოეთი, ირლანდია, ისრაელი,. იტალია, იაპონია, კორეის რესპუბლიკა, ლატვია, ლესოტო, ლიბერია, ლიხტენშტაინი, ლიტვა, ლუქსემბურგი, მალავი, მალტა,მარშალის კ-ები, მავრიკია, მექსიკა, მონაკო, მონღოლეთი, მონტენეგრო, ნამიბია, ნიდერლანდები,. ახალი ზელანდია, ნიუე, ნორვეგია, პანამა, პოლონეთი, პორტუგალია, რუმინეთი, სანტ კიტსი და ნევისი, სენტ ლუსია, სენტ ვინსენტი და გრენადინები, სამოა, სან მარინო, საო ტომე და პრინსიპი, სერბია, სეიშელები სლოვაკია, სლოვენია, სამხრეთ აფრიკა,. ესპანეთი,. სურინამი, სვაზილანდი, შვედეთი, შვეიცარია, ტონგა, ტრინიდადი და ტობაგო, თურქეთი, უკრაინა, გაერთიანებული სამეფო, აშშ, ვანუატუ , ვენესუელა.

თუ დოკუმენტი წარდგენილი უნდა იქნას სხვა სახელმწიფოში, რომელიც არ შედის ზემოთ მითითებული სახელმწიფოების ჩამონათვალში, იგი ექვემდებარება ლეგალიზაციას.

დოკუმენტი არ საჭიროებს ლეგალიზაციას ან აპოსტილით დამოწმებას თუ იგი წარდგენილი უნდა იქნას "სამოქალაქო, საოჯახო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი დახმარების და სამართლებრივი ურთიერთობების შესახებ" მინსკის 1993 წლის კონვენციის წევრი ერთერთ შემდეგ სახელმწიფოში:

აზერბაიჯანი, სომხეთი, ბელარუსი, ყაზახეთი, ყირგიზეთი, მოლდოვა, რუსეთი, ტაჯიკეთი, თურქმენეთი, უზბეკეთი, უკრაინა

ეფუძნება საქართველოს შსს–ს მომსახურების სააგენტოს ოფიციალურ ვებ–გვერდს