საბაჟო კალკულატორი

აქციზი

გადასახადი

მოსაკრებელი

ნომერი

სულ(ლარი)

სულ(დოლარი)

სულ(ევრო)

1.7633L

2.4000L

რეგისტრაცია/ავტორიზაცია


რეგისტრაცია


დაგავიწყდათ პაროლი

ავტორიზაცია


მოწმობის სახეები

ზღვრული ასაკი

შეცვლა

სერვისის ტარიფები

უცხოურის შეცვლა



ეფუძნება საქართველოს შსს–ს მომსახურების სააგენტოს ოფიციალურ ვებ–გვერდს

saagento.security.gov.ge










   მექანიკური სატრანსპორტო საშუალებები მათი ტიპის, დანიშნულებისა და მართვის თავისებურებების მიხედვით იყოფა კატეგორიებად, რომლებზეც შესაბამისად გაიცემა მართვის მოწმობა ან ტრაქტორისტის მართვის მოწმობა, აგრეთვე საერთაშორისო მართვის მოწმობა.
მართვის მოწმობა გაიცემა “A”, “B”, “C”,“D”,“E” კატეგორიებით.
1. “A” კატეგორიის მართვის უფლების მქონე პირებს შეუძლიათ მართონ  მოტოციკლები და სხვა მოტოსატრანსპორტო საშუალებები;

2. "B” კატეგორიის მართვის უფლების მქონე პირებს უფლება აქვთ მართონ:
ა) სატრანსპორტო საშუალებები, რომელთა სრული მასა არ აღემატება  3500 კგ-ს, ხოლო დასაჯდომი სავარძლების რაოდენობა, მძღოლის სავარძლის გარდა არ აღემატება რვა ადგილს;
ბ) ამ მუხლის "ა" ქვეპუნქტით გათვალისწინებული სატარნსპორტო საშუალება  მისაბმელით,

რომლის  სრული მასა არ აღემატება 750 კგ-ს.
გ)    საბუქსირო სატრანსპორტო საშუალება, რომლის  სრული მასა აღემატება 750 კგ-ს, მაგრამ არ აღემატება დაუტვირთავი წამყვანი სატრანსპორტო საშუალების წონას, თუ ამგვარი შემადგენლობის საერთო წონა არ აღემატება 3560 კგ-ს.

3.  "C" კატეგორიის მართვის უფლების მქონე პირებს უფლება აქვთ მართონ:
ა) სატვირთო ავტომობილები,რომელთა სრული მასა აღემატება 3500 კგ-ს. 
ბ) “C” კატეგორიის შესაბამისი სატარანსპორტო საშულება 750 კგ-ზე ნაკლები მისაბმელით.

შენიშვნა: "C" კატეგორიის მართვის უფლების მქონე პირებს, მართვის მოწმობის მიღებიდან  ერთი წლის შემდეგ, უფლება აქვთ  გადაიყვანონ მგზავრები სატვირთო ავტომობილის ძარით, თუ მგზავრთა რაოდენობა მძღოლის გარდა არ აღემატება რვას.

4.  “D” კატეგორიის მართვის უფლების მქონე პირებს უფლება აქვთ მართონ: 
ა) სატრანსპორტო საშუალებები, განკუთვნილი მგზავრების გადასაყვანად, რომლებსაც მძღოლის სავარძლის გარდა აქვთ რვაზე მეტი დასაჯდომი ადგილი (შესახსრებული ავტობუსის გარდა);
ბ) „D” კატეგორიის სატარანსპორტო საშულება 750 კგ-ზე ნაკლები მისაბმელით.

შენიშვნა: „D” კატეგორიის მართვის უფლების მქონე პირებს, “C” კატეგორიის მძღოლის მოწმობის მიღებიდან ერთი წლის შემდეგ, უფლება აქვთ შესაბამისად მოწყობილი სატვირთო ავტომობილის ძარით, გადაიყვანონ რვაზე მეტი რაოდენობის მგზავრი.

5. “E”  კატეგორიის მართვის უფლების მქონე მძღოლს უფლება აქვს მართოს საწევარა ნახევარმისაბმელით ან   “C”  და “D” კატეგორიის სატრანსპორტო საშუალებებისათვის განკუთვნილი ავტომატარებელი;

ტრაქტორისტის მართვის მოწმობები გაიცემა T1, T2, T3, T4 კატეგორიებით.
1. "T1"  კატეგორიის  მართვის უფლების მქონე პირს უფლება აქვს, მართოს ტრაქტორი,სასოფლო-სამეურნეო და სამელიორაციო მანქანები.
2. "T2" კატეგორიის მართვის უფლების მქონე პირს უფლება აქვს, მართოს საგზო და სამშენებლო მანქანები.
3. "T3" კატეგორიის  მართვის უფლების მქონე პირს უფლება აქვს, მართოს ტრამვაი.
4. "T4" კატეგორიის  მართვის უფლების მქონე პირს უფლება აქვს მართოს ტროლეიბუსი.

ხელით სამართავი ავტომობილი 
1. ”ხელით სამართავი ავტომობილის” მართვის უფლების მქონე პირს უფლება აქვს, მართოს მხოლოდ ” ხელით სამართავი ავტომობილი”. 
2. ”ხელით სამართავი ავტომობილის”   კატეგორიის მართვის უფლების აღნიშვნით შესაძლებელია გაიცეს როგორც მართვის, აგრეთვე ტრაქტორისტის მართვის მოწმობა.
3. ”ხელით სამართავი ავტომობილის”   კატეგორიის მძღოლის მოწმობა გაიცემა საგზაო მოძრაობის წესების 7.17 პუნქტით გათვალისწინებული ”ინვალიდის” ნიშნით